T-72
ისტორია
T-72-ს შექმნის პროცესს სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებამ «საბჭოთა არმიის,საშუალო ტანკ T-64-ით აღჭურვისა და მისი წარმოებისთვის სიმძლავრეების განვითარების შესახებ».ამ დადგენილების თანახმად T-64 წარმოების ორგანიზება დაგეგმილი იყო არა მხოლოდ მალიშევის სახელობის ხარკოვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანაში (XЗТМ-Харьковскый завод транспортного машиностроения имени Малышева), არამედ ტანკმშენებლობის სხვა საწარმოებშიც, მათ შორის ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაშიც (УВЗ-Уралвагонзавод), სადაც მანმადე იწარმოებოდა საშუალო ტანკი T-62. ეს გადაწყვეტილება ნაკარნეხევი იყო 1950-1960 წლების საბჭოთა კავშირის ტანკმშენებლობის განვითარების ლოგიკით. სწორედ იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სამხედრო ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ უსტინოვი დ.ფ. ,სმირნოვი ლ.ვ.,ზვერევი ს.ა. და პოლუბოიაროვი პ.პ-ს წარმომადგენლობით მიიღო უალტერნატრიო გადაწყვეტილება საბჭოთა არმიის T-64 აღჭურვის შესახებ,რომელიც შექმნილი იყო КБ-60 (Конструкторское Бюро-60) მიერ (1966 წლიდან Харьковскый завод транспортного машиностроения имени Малышева- XЗТМ) რომელსაც თვით მალიშევი ა.ა. ხელმძღვანელობდა.
აქ ალბათ საჭიროა ავღნიშნოთ თუ კონკრეტულა რა გავლენა იქონია Т-72-ს შექმნაზე Т-64-მა: იდეა რომლის რეალიზებასაც 20 წლის განმავლობაში ცდილობდა მოროზოვი,
მდგომარეობდა იმაში რომ, აემაღლებინა ტანკის ტაქტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები მისი წონის გაზრდის გარეშე. ამ იდეაზე დაფუძნებული საცდელი
ტანკი, «Объект-430»,
პირველად გამოჩნდა 1957 წელს. ამ მანქანაში რეალიზირებული იყო ახალი
ტექნიკური გადაწყვეტილებები,რომელთა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს
ახალი, H-სებური, ორტაქიანი ძრავა 5ТД
და მცირეგაბარიტული, ორი ცალი, ხუთ გადაცემიანი სიჩქარეთა კოლოფი. ამ
ტექნიკურმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებელი გახადა ძრავა-ტრანსმისიის
განყოფილების მოცულობის 2,6 კუბურ მეტრამდე და მთლიანად ტანკის ჯავშნისშიდა
მოცულობის 10 კუბურ მეტრამდე შემცირება. ტანკის საბრძოლო მასის 36 ტონამდე
შენარჩუნების მიზნით გადადგმული იქნა ნაბიჯები სავალი ნაწილის წონის
შესამცირებლად: მიღებული იქნა მცირე დიამეტრის, შიდა ამორტიზაციის მქონე და
ალუმინის შენადნობისგან დამზადებული საყრდენი თვლები, დამოკლებული
გრეხვითი ღერძებით. ამ ღონისძიებებით მიღწეული მასის ეკონომიის ხარჯზე
გაზრდილი იქნა კოშკურის და კორპუსის ჯავშნის წონა. მაგრამ ამ ღონისძიებებს
ტანკის გამძლეობა და ტექნიკური საიმედოობა შეეწირა. «Объект-430»-ს გამოცდების დაწყებისთანავე აშკარა გახდა მისი ძრავის, 5ТД
არასაიმედო მუშაობა. ასევე აღმოჩნდა რომ გარემოს +25°С და უფრო დაბალ
ტემპერატურაზე შეუძლებელი იყო ძრავის დაქოქვა გამათბობლის გარეშე. ასევე
გამომჟღავნდა შემსუბუქებული სავალი ნაწილის ბლომად ნაკლოვანებები. ამას
გარდა პროეკტირების სტადიაშივე ნათელი იყო რომ «Объект-430»
თავისი ტტმ-ით საგრძნობლად ჩამორჩებოდა თავის დასავლურ ანალოგებს. ამ
ყველაფრის ფონზე აშკარა გახდა რომ საბჭოთა კავშირის არმია ამ ტანკს
შეიარარებაში ვერ მიიღებდა. სწორედ ამ დროს მოროზოვმა წარმოადგინა საცდელი
ტანკის, «Объект-432»-ის, ტექნიკური დოკუმენტაცია. «Объект-430»-თან შედარებით
ის შეიცავდა ბევრ ტექნიკურ სიახლეს, მათ შორის: 115მმ-იანი გლუვლულიანი
ქვემეხი, ცალკე-მასრული დატენვით, ქვემეხის მექანიკური დამტენი, რომელმაც
ეკიპაჟის 3 კაცამდე შემცირების საშუალება მისცა, კოშკურის და კორპუსის წინა
კომბინირებული ჯავშანი, ასევე კუმულაციური ჭავლის საწინააღმდეგო საბორტე
ეკრანები, 700ც/ძ ფორსირებული ძრავა 5ТДФ და ბევრი სხვა.
1962 წლის დასაწყისში დამზადებული იქნა «Объект-432»-ის
სავალი ნაწილი. პირველი სრულიად დაკომპლეკტებული ტანკი კი მზად იყო 1962
წლის სექტემბერში, მეორე 10 ოქტომბერს. 1963 წელს დამზადებული იქნა «Объект-432»-ის
6 საცდელი ერთეული. 1964 წელს კი დამზადდა საცდელ-საწარმოო პარტია 90
ტანკის ოდენობით. 1965 წელს საწარმოო საამქრო კიდევ 160 ტანკმა დატოვა.
მაგრამ ყველა ეს ტანკი არ წარმოადგენდა სერიულ მანქანას. 1963-64 წლებში
ტანკმა ვერ გაიარა სახელმწიფო გამოცდები. მხოლოდ 1966 წელის შემოდგომაზე
ჩათვალა შესაძლებელი სამთავრობო კომისიამ «Объект-432»-ის შეიარაღებში მიღება, სახელით T-64. ხოლო ის 250 ტანკი, რომელიც გამოშვებული იქნა 64-65 წლებში, ჩამოწერილი იქნა სულ რაღაც 4 წლის მერე. ტანკ T-64-ს
გამოშვება 1969 წლამდე გაგრძელდა . საქმე იმაშია რომ 1963 წელს მოროზოვმა
მუშაობა დაიწყო ტანკ «Объект-434»-ზე, ეს პროეკტი მიმდინარეობდა «Объект-432»-ის პარალელურად. 1964 წელს დასრულებული იქნა «Объект-434»-ის ტექ-პროეკტი, 1966-67 წლებში დამზადდა პირველი საცდელი ერთეული, ხოლო 1968 წლის მაისში ტანკი T-64A 125მმ-იანი ქვემეხ Д-81-ით,მიღებული იქნა შეიარაღებაში.
![]() | ||||||||
| «Объект-434»-ი( T-64) |
მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ 1967 წლის 15 აგვისტოს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებას ტანკ T-64-ს საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიღების შესახებ, ამ დადგენილებაში ამას გარდა საუბარი იყო ასევე T-64-ის “სარეზერვო” ვარიანტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო T-64-ის
სერიოზული ნაკლოვანებებით, რომელთა შორის ყველაზე სერიოზულ პრობლემას
ძრავის სერიული წარმოება წარმოადგენდა. თვითონ მოროზოვი მუშაობდა ამ
სარეზერვო ტანკზე, ინდექსით «Объект-436», რომელსაც ნაწილობრივი გადაკეთების შემდეგ ეწოდა «Объект-439». 1969 წელს დამზადებუიქნა 4 საცდელი ერთეული ახალი ძრავა ტრანსმისიის განყოფილებით და ძრავით B-45-ით, რომელიც B-2
გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა. ამას გარდა საქმე მარტო სარეზერვო
ტანკში არ იყო-ამ პერიოდისთვის თვადაცვის სამინისტროში უკვე გაჩნდა ეჭვები 5ТДФ ძრავით ტანკ T-64-ის
გამოშვების მიზანშეწონილობაზე. 1964 წელს ეს ძრავა სტენდზე სტაბილურად
გამოიმუშავებდა 300 საათიან რესურსს, მაგრამ ტანკზე დაყენებისას ეს ძრავა
100 მოტო-საათსაც ვერ ძლებდა. 1966 წელს მისი რესურსი 200 საათამდე
მიყვანეს. 1970 წელს მისი რესურსი 300 მოტო საათამდე გაიზარდა. თუმცა უნდა
აღინიშნოს რომ ძრავა 5ТДФ ამ 300 მოტოსაათსაც ვერ ცოცხლობდა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ტანკ T-34-85-ს ძრავა B-2 სწორედ მაგდენს გამოიმუშავებდა, ზოგჯერ უფრო მეტსაც. 1966-1969 წელბში მწყობრიდან გამოვიდა 879 ძრავა 5ТДФ.
მხოლოდ 1971 წელს მოხერხდა ძრავის რესურსის 400 მოტოსაათამდე გაზრდა რის
შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ მისი სერიული წარმოებაში ჩაშვების ნება
დართო.
ხარკოველების პროგრამის პარალელურად საცდელი სამუშაოები მიმდინარეობდა УВЗ-ში.
სადაც ხარკოველების დატენვის ელეკტროჰიდრომექანიკური მექანიზმის საპასუხოდ
ელეკტრომექანიკური ავტომატური დამტენი შექმნეს, რომელშიც ჭურვები
ჰორიზონტალურად იყო განთავსებული. (ხარკოველების
მექანიკურ დამტენში ჭურვები ვერტიკალურად იდგა და კეტავდა
მძღოლ-მექანიკოსთან შესასვლელს,მისი დაჭრის შემთხვევაში მასთან შესაღწევად
საჭირო იყო ჭურვების ჩასადები 2 ნავის მოხსნა,ასევ ჭურვების თავები
კოშკურის კორპუსთან შეერთების ადგილამდე აღწევდა და დიდ აფეთქებადსაშიშ
ფართობს ქმნიდა).
УВЗ-ში ეს ავტომატური დამტენი დააყენეს T-62-ზე.თუმცა 1965 წელს გამოვიდა სკკპ ცკ-ას და თავდაცვის სამინისტროს განკარგულება УВЗ-ში ხარკოველების ტანკის წარმოების შესახებ და УВЗ-ში მუშაობა ამ ტანკზე შეჩერდა.
რადგანაც ხარკოველებმა ვერანაირად ვერ შესძლეს თავისი ტანკის სერიულ კონდიციამდე მიყვანა УВЗ-ში გადაწყვიტეს T-62-ზე
115მმ-იანის ნაცვლად დაეყენებინათ 125მმ-იანი ქვემეხი ავტომატური დამტენით
(რომელიც მანმადე 115მმ ქვემხზე იყო გათვლილი). ამავე პერიოდში ერთერთ
საცდელ პროტოტიპზე («Объект-167») დაყენებუილი და გამოცდილი იქნა გაძლიერებული 6 თვლიანი სავალი ნაწილი.
![]() |
| «Объект-167»-ი |
რადგანაც «Объект-167»-მა T-72-ის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა მასზე რამოდენიმე სიტყვას თქმა ღირს-ამ ტანკზე დაყენებული იყო 700ც/ძალიანი ძრავა B-26, გაძლიერებული ტრანსმისიით, უკვე ნახსენები 6 თვლიანი სავალი ნაწილი (6 საყრდენი და 3 დამჭერი თავლი თითო ბორტზე)
ამორტიზაციის გაზრდილი სირბილით, ახალი გენერატორი, ტრანსმისიის
ჰიდროსერვომართვის სისტემა და ანტირადიაციული სარჩული. ამ სიახლეებმა
გამოიწვიეს ტანკის წონის ზრდა და მისი 36,5 ტონის ფარგლებში შენარჩუნების
მიზნით საჭირო გახდა ჯავშნის შესუსტება. კორპუსის წინა, ქვედა ჯავშანი
შეთხელდა 100მმ-იდან 80მმ-მდე, ბორტების ჯავშანი 80-დან 70მმ-მდე, კიჩოს
ჯავშანი 45-დან 30მმ-მდე. პირველი ორი ტანკი დამზადდა 1961 წლის
გაზაფხულზე. მათ წარმატებით გაიარეს ჯერ სრულმაშტაბიანი ქარხნული გამოცდები
და ამის შემდეგ უკვე საპოლიგონე გამოცდები კუბინკაში. ტანკი
რკომენდირებული იქნა შეიარაღებაში მისაღებად, თუმცა ამას უმაღლესი
სარდლობის რიგებში რაიმე რეაქცია არ მოჰყოლია. მათ მას არა
დამაკმაყოფილებელი შეფასება მისცეს-მთავარ მინუსად კი მას T-55/62 ტიპის ტანკებთან დეუნიფიკაცია ჩაუთვალეს.
ნიჟნიტაიგილის საკონსტრუქციო ბიუროში ეს შენიშვნა გაითვალისწინეს
და შეეცადნენ შეექმნათ ტანკი, რომლის სავალი ნაწილიც უნიფიცირებული
იქნებოდა შეიარაღებაში არსებული სხვა ტანკების სავალ ნაწილთან. ასე შეიქმნა
ტანკი «Объект 166M». რომელიც ძირითადად სერიული T-62-ისგან ახალი, 640ც/ძ-ნი B-68Ф
ძრავით და გაუმჯობესებული საკიდრით განსხვავდებოდა. სავალი ნაწილი
შეიცავდა ხუთ სავალ და 3 საყრდენ თვალს ბორტზე.სავალი თვლები იდენტური იყო «Объект-167»-ზე
გამოყენებული თვლებისა. ასეთი სავალი ნაწილით მოძრაობის სიჩქარე უფრო
მაღალი იყო მაგრამ მიხედავად ამისა აშკარა გახდა ასეთი სავალი ნაწილის
არაპერსპექტიულობა და 6 თვლიანი სავალი ნაწილის უპირატესობა.
სამართლიანობის გამო უნდა ავღნიშნოთ რომ ვერც «Объект-167» და მით უმეტეს ვერც «Объект-166M»-ი «Объект-434»-ის
დონეს ვერ აღწვდნენ და მის როგორც ღირსეულ ოპონენტს და მის ალტერნატიულ
შემცვლელად ვერ გამოდგებოდნენ. ასეთი ალტერნატიული ტანკი გახდა «Объект-167M», ან T-62Б.ამ ტანკის პროეკტი განიხილებოდა მეცნიერულ ტექნიკური საბჭოს ГКОТ (Государственный комитет по оборонной технике) მიერ 1964 წლის 26 თებერვალს. ახალი ტანკი, რომელიც ლ.ნ.კარცევმა დიპლომატიურად T-62-ს
მოდერნიზირებად მონათლა, საგრძნობლად განსხვავდებოდა ამ ბოლოსაგან. მას
ჰქონდა კორპუსის და კოშკურის წინა, კომბინირებული ჯავშანი, «Объект-167»-ის სავალი ნაწილი, 125მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი Д-81 და სტაბილიზატორი "Ливень", კარუსელის ტიპის ავტომატური დამტენი, В-2
ტიპის 780ც/ძალიანი ძრავა, გაუმჯობესებული რადიატორი, ჰაერის ფილტრი,
საწვავის და ზეთის სისტემები და ასევე გაძლიერებული ტრანსმისიის ნაწილები.
მაგრამ ლ.ნ.კარცევის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა, სხდომამ მისი ტანკის
მიღებაზე უარი თქვა.
მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება ითქვას რომ 1967 წლისათვის ურალის
ვაგონმშენებელ ქარხანაში გამოცდილი და დახვეწილი იქნა ძირითადი საბრძოლო
ტანკის მთელი რიგი კომპონენტები. კერძოდ ერთ-ერთ T-62-ზე დაყენებული და
გამოცდილი იქნა ავტომატური დამტენი (თემა "Желудь") 125მმ-იან ქვემეხთან ერთად. ამ მანქანამ მიიღო შიდა ქარხნული სახელწოდება T-62Ж.
1967 წლის 5 ნოემბერს ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში ვიზიტით
მივიდა თავდაცვითი წარმოების მინისტრი ს.ა. ზვერევი.ამ ვიზიტისას მინისტრმა
დაათვალიერა ურალელების ახალი პროტოტიპი ტანკი. ამავე ვიზიტის დროს იგი
დაარწმუნდა იმაში რომ ურალელების ავტომატური დამტენი ჯობდა ხარკოველების
მექანიკურ დამტენს და რომ В-2 ფორსირებული, დიზელის ძრავა უკეთესი იყო ვიდრე ხარკოვის ტანკზე დაყენებული ორტაქტიანი 5ТДФ. რის შედეგადაც 1968 წლის 5 იანვარს გამოვიდა დადგენილება ხარკოვულ T-64A-ში
ამ ცვლილებების შეტანის შესახებ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად
ხარკოვიდან ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში გაგზავნილი იქნა ექვსი ცალი T-64A.
1970 წელს УВЗ-ში აწყობილი იქნა «Объект-172»-ის საცდელი პროტოტიპი, რომელიც შეიქმნა ხარკოვიდან გადმოცემული «Объект-435»-ის
ნახაზების მიხედვით და რადგანაც ეს ორი ტანკი არაფრით არ განსხვავდებოდა
ლოგიკურია რომ ყველა ნაკლოვანება და ტექნიკური ხარვეზი ავტომატურად
გადმოყვა ურალელების ტანკს. ასევე არ იყო აღმოფხვრილი T-64A-ს სავალი ნაწილის სუსტი მხარეები. რადგანაც ეს სავალი ნაწილი ვერ უძლებდა ქვიან ზედაპირზე სიარულს გადაწყდა მისი შეცვლა «Объект-167»-ის 6 თვლიანი სავალი ნაწილით. ეს ახალი ტანკი ტანკ T-64A-სგან
განსხვავდებოდა სრულიად გადაწყობილი შიდა საბრძოლო განლაგებით და
გაწყობით, ხარკოველების მექანიკური დამტენი შეცვლილი იყო ავტომატური
დამტენით. ავტომატური დამტენი უფრო მარტივი და საიმედო იყო, რადგანაც არ
ჰქონდა ჰიდრავლიკური ამძრავები, მაგრამ ამავე დროს რადგანაც ავტომატურ
დამტენში გასროლის და მუხტის დატენვა ცალცალკე ხდებოდა (მექანიკურ დამტენში ეს ერთდროულად ხდება)
გაიზარდა დატენვის ციკლის დრო 0,9 წამით და შემცირდა სწრაფ სროლა,
დაყენებული იქნა გასროლილი ჭურვის მასრების გარეთ გადმომგედბი მექანიზმი და
ჩელიაბინელების В-45К
დიზელის ძრავა. რის გამოც ტანკის კორპუსის სიგრძე 320მმ გაიზარდა. სხვა
დანარჩენი მოწყობილობები და ნაწილები დატოვებული იქნა ცვლილების გარეშე.
რადგანაც ამ ახალი ტანკის გარეგანი იერი საგრძნობლად შეიცვალა მას ეწოდა «Объект-172M». სწორედ «Объект-172M»-ი გახდა T-72-ის
პროტოტიპი, ეს ტანკი 3 წლის განმავლობაში ყოველმხრივი გამოცდების და
დახვეწის შემდეგ, 1973 წლის 7 აგვისტოს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით
მიღებული იქნა შეიარაღებაზე და დაიწყო მისი სერიული წარმოება სახელით T-72“Урал". ამ დადგენილების თანახმად УВЗ-ს 1974 წლისათვის T-62-ის წარმოების შეწყვეტა და მთელი სიმძლავრეების T-72-ის სერიული წარმოებისკენ მიმართვა ებრძანა.
რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს ამ ახალი ტანკის ტექნიკური მახასიათებლები ანალოგიური იყო ხარკოვული T-64A-ს
ტექნიკური მახასიათებლებისა, რომელიც ჯერ კიდევ 1969 წლიდან იწარმოებოდა
სერიულად-ასე და ამგვარად საბჭოთა არმიამ ერთდროულად 2 ანალოგიური
შესაძლებლობების მქონე ტანკი მიიღო არმიაში, რომელთა შორის უნიფიკაცია
მხოლოდ შეიარაღებაში იყო.
კონსტრუქცია
გათანწყობა
მძღოლ მექანიკოსის ადგილი კორპუსის შუბლა ჟავშნის მიღმაა
განთავსებული, შუა ადგილას, ზემოდან გააჩნია სარქველი, მისგან მარჯვნივ და
მარცხნივ განთავსებულია ავზ-სტელაჟები. საბრძოლო ნაკვეთური განთავსებულია
კოშკურაში და კოშკურის ქვედა სივრცეში, მეთაურის ადგილი კოშკურაში,
ქვემეხის მარჯვნივაა, მემიზნე-ოპერატორისა ქვემეხის მარცხნივ, მათ ქვემოთ
განთავსებულია ავტომატური დამტენის კონვეერი, ხოლო უკან, ძრავა ტრანსმისიის
ტოხარსა და საბრძოლო განყოფილებას შორის განთავსებულია უკანა ავზ-სტელაჟი.
Т-72-ს საწვავის ავზების და ავზ-ზტელაჟების განლაგების სქემა
ჯავშანკორპუსი და კოშკურა
Т-72-ეს გააჩნია დიფერენცირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშან დაცვა. ტანკის ჯავშანკორპუსი წარმოადგენს მყარ კოლოფისებრ კონსტრუქციას, რომელიც აწყობილია ნაჭედი ჰომოგენური ფოლადის და კომბინირებული ფირფიტებისა და ფილებისაგან. კორპუსის წინა ნაწილი შესდგება ორი დახრილი ფილისგან, რომლებიც წინ სოლისებური ფორმისაა, რომლის ზედა ფილას 68o ხოლო ქვედას 60o კუთხე გააჩნია ვერტიკალური სიბრტყის მიმართ. ზედა ფილა წარმოადგენს კომბინირებულ ჯავშანს და შესდგება გარე 80მმ-ნი ფოლადის, 105მმ-ნი შუალა კომბინირებული და 20მმ-ნი შიდა ფოლადის ფილებისაგან, ხოლო ქვედა ფილა წარმოადგენს 85მმ-იან ჰომოგენურ ჯავშანფილას. წინა ზედა ჯავშანის გაბარიტი 550მმ-ია და უზრუნველყოფს 305-დან 410მმ-დე ქვეკალიბრულ-ჯავშანგამტანი და 600მმ-დე კუმულაციური ჭურვებისგან დაცვას. კორპუსის დანარჩენი ნაწილი ნაჭედი ჰომოგენური ჯავშნისგანაა გაკეთებული. საბორტე ვერტიკალური ფილების სისქე მართვის და საბრძოლო განყოფილების რაიონში 80მმ-ია, ხოლო ძრავა-ტრანსმისიის რაიონში 70მმ. კორპუსის უკანა ნაწილს უარყოფითი დახრა გააჩნია და ორი შედუღებული ფილისგან შესდგება. კორპუსის სახურავი შესდგება ორი ჯავშანფილისგან. ფსკერის გააჩნია გობისმაგვარი ფორმა და შესდგება სამი დაშტამპული დეტალისგან, რომლებსაც სიმყარის გასაზრდელად გააჩნიათ რამოდენიმე ამონაჭედი. ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებას საბრძოლო განყოფილებისგან ჯავშანტიხარი ჰყოფს.
პირველი სერიის Т-72-ის კოშკურის ჯავშანდაცვა მონოლითური იყო, რაც მის ერთერთ მთავარ უარყოფდით მხარედ ითვლებოდა, ამიტომ 1979 წელს შეიარაღებაში ჩაშვებულ Т-72А-ს კოშკურა უკვე კომბინირებული ჯავშნისგან შესდგებოდა.
წარმოების განმავლობაში Т-72-ის ჯავშანი არაერთხელ გაუმჯობესდა. 1980 წლიდან Т-72А-ს წინა ზედა ჯავშანფილის ჯავშნის გადანაწილება მოხდა და შეადგინა 60+100+50მმ (წინა ფოლადის+შუალა კომბინირებული+შიდა ფოლადის), ამას გარდა წინა ზედა ჯავშანფილა გაძლიერდა დამატებითი 30მმ-ნი ჯავშანფილის დადუღებით. ამ ღონისძიებების შედეგად მისმა მდგრადობამ ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ 360-420მმ-ს ხოლო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ-ს მიაღწია.
წარმოების განმავლობაში Т-72-ის ჯავშანი არაერთხელ გაუმჯობესდა. 1980 წლიდან Т-72А-ს წინა ზედა ჯავშანფილის ჯავშნის გადანაწილება მოხდა და შეადგინა 60+100+50მმ (წინა ფოლადის+შუალა კომბინირებული+შიდა ფოლადის), ამას გარდა წინა ზედა ჯავშანფილა გაძლიერდა დამატებითი 30მმ-ნი ჯავშანფილის დადუღებით. ამ ღონისძიებების შედეგად მისმა მდგრადობამ ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ 360-420მმ-ს ხოლო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ 490-500მმ-ს მიაღწია.
Т-72А
სავალი ნაწილი
ყოფილი მომხმარებლები:
წარმოება
მოდიფიკაციები
სსრკ/რუსეთი
Т-72Б-ზე წინა ჯავშანის კიდევ უფრო გაძლიერდა, სხვაღონისძიებებს შორის შუბლა ჯავშანზე 20მმ-ნი ჯავშან ფილა დაამატეს. ამას გარდა ტანკმა მიიღო დინამიური დაცვა «Контакт-1». ტანკზე განთავსებული იქნა «Контакт-1»-ს 227 ცალი კონტეინერი, რომლებიც დაყენებული იყო კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილაზე, კოშკურის შუბლა, ზედა და ნაწილობრივ ბორტებზე და ასევე კორპუსის ბორტების წინა ნაწილზე. 1985 წელს ანალოგიური დინამიური დაცვა, ოღონდ სხვანაირი სქემით, განლაგებული იქნა მოდერნიზირებულ Т-72А-ზე, რომელსაც მოდერნიზაციის შემდეგ ეწოდა Т-72АВ. ამ ტანკების კოშკურაზე დინამიური დაცვა განლაგებული იყო სოლისებურად. Т-72Б-ს ჯავშანმდგრადობა უდრიდა 530მმ-ს ქვეკალიბრული ჭურვების და 900მმ-ზ კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ. მოდერნიზირებულ Т-72Б-ს ეწოდა Т-72БМ-ს, მასზე «Контакт-1»-ის ნაცვლად განთავსებული იქნა ჩაშენებული, მეორე თაობის დინამიური დაცვა «Контакт-5».
Т-72АВ
![]() | ||||||||||||
| Т-72Б |
![]() |
Т-72БМ
|
ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი კოშკურის ჯავშანდაცვაშიც, Т-72А-ს კოშკურაში გაჩნდა ახალი თაობის კომბინირებული შემავსებელი, თერმოდამუშავებული კვარცი, ხოლო Т-72Б-ს კოშკურის შემავსებელი შეიცვალა ნახევრად აქტიური, ამრეკლავი შემავსებლით.
Т-72М-ის კორპუსი
Т-72БМ-ის კოშკურის ნახევრადაქტიური ფილები
შეიარაღება
Т-72-ის ძირითად იარაღს 125მმ-ნი, გლუვლულიანი ქვემეხი Д-81ТМ-ი წარემოადგენს (ГРАУ-ს ინდექსი — 2А26М). ქვემეხის ლულის სიგრძე — 48(50,6 2А46M) კალიბრია. ქვემეხთან შეწყვილებულია 7,62მმ-ნი ტყვიამფრქვევი ПКТ, საზენიტო ტყვიამფრქვევად გამოიყენება НСВТ-12,7 «Утёс»-ი, რომელიც ღია მოდულს წარმოადგენს და მისი მართვა ტანკის მეთაურს მხოლოდ გარედან შეუძლია. Т-72А-ზე ქვემეხი 2А26М-ი შეცვლილია 2А46-ით, რომელშიც წინამორბედთან შედარებით გაზრდილია სიზუსტე და რესურსი. Т-72Б-ზე საცეცხლე შესაძლებლობების ასამაღლებლად დაყენდა მიკ-ი (მართვადი იარაღის კომპლექსი) 9К120 «Свирь»-ი. თუმცა ეს კომპლექსი ყველა ტანკზე არ ყენდებოდა, ტანკებს რომლებსაც მიკ-ი არ ეყენა Т-72Б1 ეწოდებოდა.
საბრძოლო კომპლექტს შეადგენს:
- 45 (22 ავტომატურ დამტენში და 23 არამექანიზირებულ საცავებში) ცალი 125მმ-ნი ჭურვი.
- 300 ცალი 12,7მმ-ნი ტყვია.
- 2000 ცალი 7,62მმ-ნი ტყვია.
ჭურვების განლაგება Т-72-ში
დაკვირვებისა და კავშირგაბმულობის საშუალებები
Т-72-ი კომპლექტდებოდა რადიოსადგურ Р-123М-ით (რომლის
სამუშაო სიხშირეების დიაპაზონი დაყოფილი იყო ორ ქვედიაპაზონად: 20.0 —
36.0 MHz და 36.0 — 51.0 MHz, რადიოსადგურს შეეძლო დაემახსოვრებინა 4
სიხშირე). ტანკი ასევე აღჭურვილი იყო ოთხ აბონენტზე გათვლილი შიდა სალაპარაკო მოწყობილობა Р-124-ით, რომლის შემადგენოლბაშიც შედიოდა აპარატი ТПУ-А ეკიპაჟისთვის და აპარატი А-4 გარედან დესანტის ეკიპაჟთან დასაკავშირებლად. სამეთაურო სარქველის გარშემო განთავსებული იყო ორი ცალი ოპტიკური ხელსაწყო ТНП-160, და სამეთაურო დაკვირვების მოწყობილობა ТКН-3, ღამის სამიზნე ТПН-1-49-23 და დღის სამიზნე-მანძილმზომი ТПД-2-49. ღამის სამიზნე ინფრაწითელი განათების წყაროდ იყენებდა ინფრაწითელი ფილტრით აღჭურვილ პროჟექტორ Л-2АГ «Луна»-ს.
Т-72А-ზე განთავსებულია დღის სამიზნე მანძილმზომი ТПД-К1, ღამის სამიზნე ТПН-1-49-23 (მოგვიანებით შეიცვალა ТПН-3-49-ით, ასევე შეიცვალა მთელი სამიზნე კომპლექსი და დაყენდა უფრო თანამედროვე 1А40), ასევე შეიცვალა ინფრაწითელი პროჟექტორი და დაყენდა Л-4"Луна-4".
Т-72Б-ზე დაყენდა ახალი რადიოსადგური Р-173-ი (სამუშაო სიხშირეების დიაპაზონი 30 — 75.9 MHz). ტანკის სამეთაურო ვარიანტებზე დამატებით ყენდებოდა მოკლეტალღური რადიოსადგური Р-130-ი. სამიზნე კომპლექსს 1А40-1 წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა დღის სამიზნე-მანძილმზომი ТПД-К1 და კომპლექსი 1К13-49 (რომელიც გამოიყენებოდა მიკ-ი 9К120 «Свирь»-ის სამართავად).
ТПД-К1 მარცხნივ და ТПН-З-49 მარჯვნივ
ძრავა და ტრანსმისია
სხვადასხვა დროს Т-72-ზე ყენდებოდა V-სებური, 12-ცილინდრიანი მრავალსაწვავიანი, ოთხტაქტიანი, სითხით გაგრილებადი В-2-ის ოჯახის სხვადასხვა მოდიფიკაციის ძრავები. Т-72-ზე ყენდებოდა 780ც/ძ-ნი ძრავა В-46. Т-72А-ზე მისი მოდერნიზირებული ვერსია В-46-6, ხოლო 1984 წლიდან 840ც/ძ-ნი В-84. Т-72Б-ე გამოდიოდა ძრავა В-84-1-ით
ძრავა ყენდებოდა ძრავის ნაკვეთურში, ტანკის უკანა ნაწილში, კორპუსის
გარდიგარმო. საწვავის სისტემა მოიცავს ოთხ შიდა და ხუთ გარე ავზს. შიდა
ავზების ტევადობა 705 ლიტრია, გარე ავზებისა 495 ლიტრა. ამას გარდა
საწვავის სისტემას შეიძლება დაემატოს ორი გარეთა საწვავის ავზი (400 ან 500 ლიტრი ტევადობით). საწვავის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას დიზელის ДЛ, ДЗ და ДА მარკის საწვავი, ბენზინის А-66 და А-72 და ნავთის Т-1, ТС-1 და ТС-2 მარკის საწვავები.
B-2-ის ტიპის ძრავები
ტრანსმისიის შემადგენლობაში შედის:
- გამაძლიერებელი რედუქტორი, რომელიც გადასცემს ძრავის ბრუნვით მომენტს სიჩქარეთა კოლოფს(ეგრეთ წოდებული «гитара»).
- ფრიქციული ჩართვის და ჰიდრავლიკური მართვის მქონე ორი ცალი მექანიკური, 7 საფეხურიანი (7+1) პლანეტალური სიჩქარეთა კოლოფი, რომლებიც ამავდროულად მოტრიალების მექანიზმის როლსაც ასრულებენ.
- საბორტე, ერთსაფეხურიანი პლანეტარული გადაცემები.
სავალი ნაწილი
საყრდენი თვლებს დამოუკიდებელი გრეხვით-ღერძული დაკიდება გააჩნიათ.
ყოველ ბორტზე განლაგებულია 6 ცალი, გარე ამორტიზაციის მქონე საყრდენი თვალი
და 3 ცალი შიდა ამორტიზაციის მქონე დამჭერი თვალი. წამყვანი თვლები უკანაა
განლაგებული, თითო წამყვანი თვალის გვირგვინს 14 კბილანა გააჩნია.
მუხლუხები თავიდან ღია ფოლადის სახსრული გადამბისა იყო, შემდეგში
რეზინო-ფოლადის სახსრული გადამბვის მუხლუხებით შეიცვალა, თითო მუხლუხი 97
წევრისგან შესდგება.
T-72-ის სავალი ნაწილი
ექსპლუატაცია და საბრძოლო გამოყენება
T-72-ი იმოყოფება შემდეგი ქვეყნების არმიებში:
- რუსეთის 18. ყირგიზეთის
- აზერბაიჯანის 19. ლივანის
- ალჟირის 20. ლიბიის
- ანგოლის 21. მაკედონიის
- სომხეთის 22. მაროკოს
- ბელორუსიის 23. მიანმას
- ბულგარეთის 24. პოლონეთის
- უნგრეთის 25. სერბეთის
- ვენესუელის 26. სირიის
- ვიეტნამის 27. სლოვაკეთის
- საქართველოს 28. ტადჟიკეთის
- ინდოეთის 29. თურქმენეთის
- ერაყის 30. უგანდის
- ირანის 31. უზბეკეთის
- იემენის 32. უკრაინის
- ყაზახეთის 33. ხორვატიის
- კენიის 34. ჩეხეთის
ყოფილი მომხმარებლები:
- გერმანიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
- რუმინეთი
- სლოვაკია
- ფინეთ
T-72-ი მონაწილეობდა შემდეგ კონფლიკტებში:
- ირან-ერაყის ომი 1980-1988 წლებში.
- ლივანის ომი 1982 წელს.
- ერაყ-ქუვეითის ომში 1990-1991 წლებში.
- სამთო ყარაბახის ომი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში.
- ბოსნიის ომი 1992-1995 წლებში.
- ჩეჩნეთის პირველი ომი 1994-1995 წლებში.
- ჩეჩნეთის მეორე ომი 1999-2003 წლებში.
- კოსოვოს კონფლიკტი 1998-1999 წლებში.
- აშშ-ს ერაყში შეჭრისას 2003 წელს.
- რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს.
- ლივიის სამოქალაქო ომი 2011 წელს.
წარმოება
რუსეთის გარდა T-72-ი იწარმოება შემდეგ ქვეყნებში:
- ინდოეთში - სულ გამოშვებულია 500 ცალი Т-72М1 სახელწოდებით Ajeya.
- ერაყი - სავარაუდოდ 80-იანი ლწბის ბოლომდე გამოშვებული იქნა 100-მდე მანქანა, სახელწოდებით Asad babil.
- პოლონეთი - 682 ცალი Т-72Б იქნა გამოშვებული 1979-1991 წლებში.
- ჩეხოსლოვაკია - 815 ცალი Т-72Б იქნა გამოშვებული 1977-1991 წლებში.
- ინდოეთი - იწარმოებოდა 2005 წლამდე, რის შემდეგაც ინდოეთმა რუსული Т 90С-ის ლიცენზირებული წარმოება აითვისა.
- ირანი - 300 ცალი Т-72С1 იქნა აწყობილი 1993-2001 წლებში.
- პოლონეთი - 77 ცალი Т-72 იქნა აწყობილი 1992-1995 წლებში.
მოდიფიკაციები
სსრკ/რუსეთი
Т-72 (Объект 172М, 1973წ) — საბაზო მოდელი.
Объект 172МН — 130მმ-ნი კუთხვილულიანი ქვემეხი 2А50-თ აღჭურვილი Т-72-ის საცდელი მოდიფიკაცია.
Объект 172МД — 125მმ-ნი გლუვლულიანი ქვემეხი 2А49-ით აღჭურვილი Т-72-ის საცდელი.
Объект 172МП — 125მმ-ნი, გლუვლუვლიანი ქვემეხი 2А46М-ის გამოსაცდელი პროტოტიპი.
Объект 175
— Т-72-ის მოდერნიზაციის პროექტი, საცდელი პროტოტიპები არ დამზადებულა,
შემდგომში პროექტის ზოგიერთი დეტალი რეალიზირებული იქნა სერიულ Т-72-ებზე.
Т-72К (Объект
172МК, 1973წ) — Т-72-ის სამეთაურო ვარიანტი, გამოირჩეოდა დამატებითი
სანავიგაცვიო აპარატურის, მოკლეტალღური რადიოსადგური Р-130М-ის და კვების
ავტონომიური აგრეგატის განთავსებით.
Т-72M (1975) — საექსპორტო ვარიანტი, განსხვავდებოდა კოშკურის შუბლა ჯავშნის კონსტრუქციით და საბრძოლო კომპლექტით.
Т-72А
(Объект 176, 1979წ) — Т-72-ის მოდერნიზაცია, ძირითადი სხვაობები:
ლაზერული სამიზნე მანძილმზომი ТПДК-1, მემიზნის ღამის სამიზნე ТПН-3-49,
ინფრაწითელი გამანათებელი Л-4, მასიური ანტიკუმულაციური ფალშბორტები,
ქვემეხი 2А46 (2А26М2-ის ნაცვლად), საკვამლე ყუმბარების გამშვები სისტემა
902Б, ნაპალმისგან დაცვის სისტემა, საგზაო სიგნალიზაციის სისტემა,
მძღოლ-მექანიკოსის ღამის ხედვის ხელსაწყო ТВНЕ-4Б, საყრდენი თვლების
გაზრდილი დინამიკური სვლა, ძრავა В-46-6.
Т-72АК
(Объект 176К, 1979წ) — Т-72А-ს სამეთაურო ვარიანტი. გამოირჩეოდა
დამატებითი სანავიგაცვიო აპარატურის, მოკლეტალღური რადიოსადგურით და კვების
ავტონომიური აგრეგატის განთავსებით.
Т-72М
(1980წ) — Т-72А-ს საექსპორტო ვარიანტი. განსხვავდებოდა კოშკურის ჯავშნის
კონსტრუქციით, საბრძოლო კომპლექტით და კოლექტიური დაცვის სისტემით. ტანკი
Т-72М-ი იწარმოებოდა იუგოსლავიაში სახელით М-84. М-84 პროტოტიპისგან
განსხვავდებოდა ძირითადად ადგილობრივი წარმოების მაკომპლექტებლებით:
მემიზნეს დღის სამიზნე-მანძილმზომი ТПД-2-49 და ღამის სამიზნე ТПН-1
შეცვლილი იქნა მემიზნეს სამიზნე-მანძილმზომ კომბინირებულ სამიზნე
DNNS-2-ით, სამეთაურო ТКН-3-ის ნაცვლად დაყენდა DNKS-2. მართვის
განყოფილებაში მძროლ-მექანიკოსს დაუყენდა ღამის პანორამული ხედვის სისტემა
PPV-2. დაყენდა კოლექტიური დაცვის სისტემა DRHT, ცეცხლის მართვის სისტემა
SUV-M84, ასევე შეიცვალა კავშირისა და შიდა სასაუბრო მოწყობილობები და
ძრავა, რომლის სიმძლავრეც 1000ც/ძ-ს შეადგენდა.
Т-72М1
(1982წ) — Т-72М-ის მოდერნიზაცია. განსხვავდებოდა კორპუსის წინა ზედა
ფილაზე 16მმ-ნი დამატებითი ჯავშნით და კოშკურის კომბინირებული შემავსებლით.
Т-72АВ (Объект 176В, 1985წ) — Т-72А-ს დინამიკრუი დაცვა «Контакт-1»-ით აღჭურვილი ვარიანტი..
Т-72Б
(Объект 184, 1985წ) — Т-72А-ს მოდერნიზირებული ვარიანტი, აღჭურვილი იქნა
მართვადი იარაღის კომპლექსი 9К120 «Свирь»-ით, დინამიკური დაცვა
«Контакт-1»-ით, ძრავა В-84-ით და ცმს 1А40-ით.
Т-72Б
(1989წ, ასევე გავრცელებულია მისი არაოფიციალური და არასწორი სახელწოდება
Т-72БМ-ი) — Т-72Б-ს მოდერნიზირებული ვარიანტი, დაყენებული იქნა მე-2
თაობის დინამიური დაცვა «Контакт-5».
Т-72БК
(Объект 184К, 1987წ) — Т-72Б-ს სამეთაურო ვარიანტი. გამოირჩეოდა
დამატებითი სანავიგაცვიო აპარატურის, მოკლეტალღური რადიოსადგურით და კვების
ავტონომიური აგრეგატის განთავსებით.
Т-72Б1
(Объект 184-1, 1985წ) — Т-72Б-ს ვარიანტი მართვადი იარაღის კომპლექსის
ზოგიერთი ელემენტის გარეშე. Т-72Б-სგან განსხვავდება ღამის
სამიზნე 1К13-ის ნაცვლად ТПН-3-49 «Кристалл-ПА»-ს განთავსებით,.
Т-72Б1К
(Объект 184К-1) — Т-72Б1-ის სამეთაურო ვარიანტი. გამოირჩეოდა დამატებითი
სანავიგაცვიო აპარატურის, მოკლეტალღური რადიოსადგურით და კვების
ავტონომიური აგრეგატის განთავსებით.
Т-72С
(1987წ) — Т-72Б-ს საექსპორტო ვარიანტი. თავდაპირველი სახელწოდება
Т-72М1М. ძირითადი სხვაობები: დინამიკური დაცვის 155 ცალი კონტეინერი (227
ნაცვლად Т-72Б-ზე), ანტირადიაციული გარსსაკრის არ ქონა კოშკურაზე, კოშკურის
და კორპუსის ჯავშანდაცვა დატოვებულია წინამორბედი Т-72М1-ის დონეზე,
განსხვავებული საბრძოლო კომპლექტი.
Т-72БА
(Объект 184А) — ამ მოდიფიკაციის გამოჩენა УВЗ-ში Т-72Б-ეს კაპიტალური
რემონტის დროს გატარებული მოდერნიზაციის შედეგია. მოდერნიზირებული მანქანის
პირველი პარტია რუსეთის არმიას გადაეცა ჯერ კიდევ 1999—2000 წლებში. 2009
წლის ინფორმაციით რუსეთის არმიის შეიარაღებაზე უკვე იდგა 210 ცალი ასეთი
მოდერნიზირებული Т-72. მოდერნიზაცია შეეხო ცმს-ას, სავალ ნაწილს,
ჯავშანდაცვას და ძრავა-ტრანსმისიას. ამ გზით მოდერნიზირებულ მანქანებს
Т-72БА და БА1 ეწოდა.
Т-72М1М
(Т-72М1К, Объект 172М2) — Т-72М1-ს საექსპორტო მოდერნიზაცია, აღჭურვილია
ახალი დინამიკური დაცვით, ახალი ცმს-ით, თანამგზავრული სანავიგაციო
სისტემით. თავდაპირველად აღჭურვილი იქნა აქტიური დაცვის სისტემა «Арена»-თი
და შერეული დინამიკური დაცვით - «Контакт-5»-ით კორპუსის წინა ზედა ფილაზე
და «Реликт»-ით კოშკურაზე. მოგვიანებით მთელს ტანკზე დაყენდა დინამიკური
დაცვა «Реликт»-ი, მოხსნილი იქნა აქტიური დაცვა. ტანკი ასევე აღჭურვილია
მიზნი ავტომატურად მიყოლის სისტემით, მართვადი იარაღის კომპლექსი 9К119
«Рефлекс»-ით და ახალი 1000ც/ძ-ნი დიზელის ძრავა В92С2-ით.
Т-72Б2 «Рогатка»
(ასევე Т-72БМ, Объект 184М) — Т-72Б-ს მოდიფიკაცია, აღჭურვილია
ამაღლებული სიზუსტის და რესურსის მქონე ქვემეხ 2А46М5-ით, ბელორუსიული ОАО
«Пеленг»-ის მიერ წარმოებული და ფრანგული სითბოვიზორული
კამერა CATHERINE-თი აღჭურვილი მემიზნე-ოპერატორის მრავალარხიანი
(ვიზუალური, მანძილმზომი, სითბოვიზორის არხები და მათთან შეთანწყობილი
მართვადი რაკეტების არხი) სამიზნე კომპლექსი «Сосна»-თი, მოდულური ტიპის
დინამიკური დაცვა «Реликт»-ით, ახალი 1000ც/ძ-ნი ძრავა В-92С2-ით, ამას
გარდა ტანკი აღჭურვილია დამხმარე ძალური აგრეგატით, ელექტრომაგნიტური
დაცვის სისტემით.
სხვა ქვეყნები
Т-72АГ
(T-72-AG, უკრაინა) — Т-72А-ს და Т-72Б-ს მოდერნიზაციის საექსპორტო
ვარიანტი. გამოყენებულია Т-80УД-ს და Т-84-ის კონსტრუქციის ზოგიერთი
დეტალი. ტანკი აღჭურვილია ძრავა 6ТД-თი (6ТД-1-სიმძლავრე 1000ც/ძ ან 6ТД-2
სიმძლავრე 1200ც/ძ), ახალი ცმს-ით, ახალი დინამიკური დაცვით, შეცვლილია
ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება. შესაძლებელია უკრაინული ქვემეხი КБМ-1М-ის
განთავსება. ტანკის წონა 46 ტონამდე გაიზარდა, ხოლო სიჩქარე 65კმ/სთ-მდე.
Т-72АМГ (T-72-AMG, უკრაინა) — Т-72АГ-ს ანალოგიური მოდერნიზაცია, ძალური დანადგარის შეცვლის გარეშე.
Т-72УМГ (T-72-UMG, უკრაინა) — Т-72АМГ-ს ანალოგიური მოდენიზაცია კოშკურის სახურავზე დინამიკური დაცვის განლაგებით.
Т-72-120
(უკრაინა) — NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის შეტავაზებული მოდერნიზაცია.
ტანკზე აყენია 120მმ-ნი ქვემეხი КБМ-2. კოშკურის უკანა ნაწილში
განთავსებულია 22 გასროლიანი ავტომატური დამტენი. დანარჩენი 20 გასროლა
საბრძოლო განყოფილების უკანა ნაწილშია მოთავსებული. ტანკში
გამოიყენება NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ჭურვები. ცმს-ა, დამხმარე
შეიარარება, ძალური დანადგარუ იდენტურია Т-72АГ-ზე დაყენებული ანალოგიური
სისტემებისა..
Т-72МП
(Т-72-МР, უკრაინა) — საექსპორტო მოდერნიზაციის უკრაინულ-ჩეხურ-ფრანგული
ვარიანტი. წარმოადგენს Т-72АГ-ეს გაუმჯობესებულ ვარიანტს. ტანკზე
დაყენებულია ფრანგული ფირმა SAGEM-ის დღის-ღამის ლაზერული, ორ სიბრტყეში
სტაბილიზირებული სამიზნე SAVAN-15MP და ასევე ფრანგული პანორამული სამიზნე
SFIM. ტანკი ასევე აღჭურვილია ტანამედროვე კავშირგაბმულობის და
სანავიგაციოს სისტემებით.
Т-72Е
(უკრაინა) — Т-72-ის საექსპორტო მოდერნიზაცია. Т-72Б-სგან განსხვავდება
900ც/ძ-ნი ძრავა 5ТДФЕ-თი, ავტონომირუი ენერგო აგრეგატით, გაუმჯობესებული
ტრანსმისიით, კონდიციონერით და დინამიკური დაცვა «Нож»-ით.
Т-72М2
«Moderna» (სლოვაკეთი) — ტანკი აღჭურვილია ახალი, კომპიუტერიზირებული
ცმს-ი, ძრავა В-46-ის სიმძლავრე აყვანილია 850ც/ძ-მდე და ეწოდება S-12U,
ტანკზე ასევე დაყენებული იყო ორი ცალი 20მმ-ნი ქვემეხი (ადრეულ ვერსიაზე),
მოგვიანებით შეიცვალა 1 ცალ 30მმ-იან ქვემეხით. ტანკზე ამას გარდა აყენია
ახალი დინამიკური დაცვა Dynas.
T-72M1-A (სლოვაკეთი) — Т-72М2 «Moderna»-ს გამარტივებული ვერსია, ავტომატური ქვემეხების გარეშე.
Т-72М4CZ (ჩეხეთი) — Т-72М-ის და Т-72М1-ის მოდერნიზაციის ჩეხური ვარიანტი.
T-72M4 CZ-W (ჩეხეთი) — Т-72М4CZ-ეს სამეთაურო ვარიანტი.
PT-91 Twardy (პოლონეთი) — Т-72М1-ის პოლონური მოდერნიზაცია.
PT-72U
(პოლონეთი) — Т-72-ის პოლონური მოდერნიზაცია. მოდერნიზაციის პაკეტის
დაყენება ასევე შეიძლება PT-91 Twardy-ზე. პაკეტში გამოიყენება დინამიკური
დაცვა ERAWA-1/2, ხოლო დინამიკური დაცვით დაუფარავ ზედაპირზე გამოიყენება
ცხაურიანი ეკრანები. გაუმჯობესებულია ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა, დაყენებულია
კონდიციონერი, დისტანციურად მართვადი საზენიტო ტყვიამფრქვევის მოწყობილობა
ZSMU-127 Kobuz-ი, ახალი ელექტრონული სისტემები. შემცირებულია საბრძოლო
კომპლექტი.
M-84 (იუგოსლავია) — Т-72М-ის მოდერნიზაციის იუგოსლავური ვარიანტი.
M-84АВ1 (სერბეთი) — М-84-ის მოდერნიზაციის სერბული ვარიანტი, სახელწოდებით M-2001.
М-84D (ხორვატია) — М84-ის მოდერნიზაციის ხორვატული ვარიანტი, სახელწოდებით М-95 Degman.
TR-125
(რუმინეთი) — T-72-ის რუმინული ვერსია. შვიდ საყრდენთვლიანი სავალი
ნაწილი, სრულებით გადაკეთებული ძრავა-ტრანსმისიის განყოფილება, მანქანის
წონამ 50 ტონას მიაღწია.
ზემოთ ჩამოთვლილი მოდიფიკაციებიდან ქართული არმიის შეიარაღებაში იმყოფება:
- 2003 წლამდე რუსეთის მიერ გადმოცემული 39 ცალი T-72Б1.
- 2005 წელს ჩეხეთში ნაყიდი 35 ცალი T-72M.
- 2006 წელს ჩეხეთში ნაყიდი 40 ცალი T-72M.
- 2005-2007 წლებში უკრაინაში ნაყიდი 51 ცალი T-72AB.
- 2008 წელს უკრაინაში ნაყიდი 20 ცალი T-72Б.
სულ 185 ტანკი, აქედან რამოდენიმე ათეულს ჩაუტარდა მოდერნიზაცია SIM-1 დონემდე (მათზე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ).
როგორც რუსები იუწყებიან 2008 წლის ომის დროს 65 ცალი T-72 წაიღეს, აქედან რამოდენიმე ერთეული SIM-1-იც იყო. ქვემოთ მოყვანილია ქართული არმიის შეიარაღებაში მოყოფი T-72-ების ტტმ-ი:

.jpg)

















Комментариев нет:
Отправить комментарий